სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტზე თბილისის მერიის ტენდერში გამარჯვებული პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს „სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის“ დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება ავჭალის დასახლებაში დასახლებაში არსებული, ეგრეთ წოდებული „ზაჰესის ხიდისა“ და სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაციის პროცესში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ 2014 წელს ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა. ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მოეხდინა ხიდისა და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქცია, დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი, 1 526 437 ლარი. ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები