სირიაში რუსი სამხედრო მრჩეველი დაიღუპა

სირიაში ნაღმმტყორცნიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად რუსი სამხედრო მრჩეველი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი–ბი–სის“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცნობეს.
ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც სირიის სამთავრობო ძალების გარნიზონი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ დაბომბეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული რუსი ოფიცერი სირიის სამთავრობო ძალებს ახალი ტიპის შეიარაღების ათვისებაში ეხმარებოდა, რომელიც რუსეთმა ბაშარ ასადის ძალებს მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები