ავღანეთში 5 მილიონი ადამიანი დენის და წყლის გარეშე დარჩა

ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი ავღანეთში დიდი ხნის განმავლობაში დენის და წყლის გარეშე შეიძლება დარჩეს. ავღანეთის ენერგეტიკის და წყლის მომარაგების სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ მაღალი ძაბვის ეკლექტროგადამცემი ხაზი ააფეთქეს, რომლითაც უზბეკეთიდან ავღანეთში დენის მიწოდება ხდება.
ელექტროენერგიის გარეშე ავღანეთის ჩრდილოეთი და ცენტრალური პროვინციები, ასევე ქაბულის ზოგიერთი რაიონი დარჩა.
ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, ვინაიდან ენერგოკომპანიის თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამასთანავე, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ აფეთქებული ანძის აღდგენის შემდეგ თალიბები მას კვლავ არ გაანადგურებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები