დავით უსუფაშვილი – დავინახე პრეზიდენტისა და პრემიერის ერთნაირი მიდგომები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, მან პრეზიდენტის გამოსვლასა და დეკემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრის საპროგრამო მოხსენებას შორის ერთიანი და ერთნაირი მიდგომები დაინახა.
როგორც უსუფაშვილმა პრეზიდენტის მოხსენების შეფასებისას განაცხადა, ეს არის დამაიმედებელი იმისთვის, რომ ქვეყნის სხვადასხვა კონსტიტუციურმა ორგანოებმა, ინსტიტუტებმა, ღიად, საჯაროდ გაუზიარონ აზრი ერთმანეთს.
“მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ სულ რაღაც ერთი თვის შუალედში, ამ დარბაზში საქართველოს პარლამენტს ჰქონდა საშუალება, მოესმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის – მთავრობის პროგრამის წარმოდგენის დროს. ახლა ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მოვისმინეთ. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დავინახე ერთიანი და ერთნაირი მიდგომები, ქვეყნის განვითარების, გრძელვადიანი სტრატეგიის, უახლოესი პრიორიტეტების პათოსი, ხედვა. ეს არის დამაიმედებელი იმისთვის, რომ ქვეყნის სხვადასხვა კონსტიტუციურმა ორგანომ, ინსტიტუტებმა, ღიად, საჯაროდ გავუზიაროთ აზრი ერთმანეთს და ამასობაში ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია გამოვხატოთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.