გიორგი კვირიკაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლა საინტერესო იყო

საქართველოს პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
პრემიერმა პრეზიდენტის გამოსვლას საინტერესო უწოდა.
მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ პრეზიდენტი მიესალმება ოთხპუნქტიან რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.
“საინტერესო გამოსვლა იყო, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული. ძალიან სასიხარულოა, რომ იგი მიესალმება  რეფორმების ოთხპუნქტიან პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში მისასალმებელია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობისთვის საქართველოში კონსტიტუციურ პროცესს  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ინვესტორებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა. კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგი იქნება საქართველოს როგორც შიდა, ასევე საგარეო იმიჯისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები