გიორგი მარგველაშვილი: გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია

გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია.
დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი საკუთარი გზის გაკვალვას გულისხმობს, სწორედ ესაა ჩვენი ისტორიული მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში, წლიური ანგარიშით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თავისუფალი საქართველო არის ერთადერთი საქართველო, რომელიც შეძლებს, გაერთიანდეს არა მარტო ტერიტორიულად, არამედ შინაარსობრივად.
“წელს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღვნიშნავთ. 25 წლის წინ ჩვენ – ყველამ ერთად დავასრულეთ წინა თაობების ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. თუმცა გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია.
დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი საკუთარი გზის გაკვალვას გულისხმობს, სწორედ ესაა ჩვენი ისტორიული მიზანი. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თავისუფლებისათვის ბრძოლა კი გრძელდება. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც არა მარტო პოლიტიკურად დამოუკიდებელია, არამედ პოლიტიკურად თავისუფალიც. ეს არის სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, ეს არის ერთობა, სადაც ბატონობენ კანონები და არა ადამიანები. თავისუფალი საქართველო არის ერთადერთი საქართველო, რომელიც შეძლებს, გაერთიანდეს არა მარტო ტერიტორიულად, არამედ შინაარსობრივად, ქვეყანა, სადაც ერთმანეთს ხვდება ქართული წარსული, აწმყო და მომავალი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები