გარდაბანში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარდაბნის რაიონის მიმდებარედ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევებს გადაჰქონდათ საერთო მოცულობით 3 კბმ წიფლის სახეობის საშეშე მერქანი. მძღოლებს არ ჰქონდათ შესაბამისი დოკუმენტაცია.
ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა შეადგინეს შესაბამისი ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.