იტალიის საერთაშორისო კონკურსზე ქართველმა სოლისტმა გაიმარჯვა
იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართული საერთაშორისო კონკურსი Anselmo Colzanis ქართველის გამარჯვებით დასრულდა. რიგით მე-12 საერთაშორისო კონკურის ლაურეატი ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი ოთარ ნაკაშიძე გახდა. მასთან ერთად გამარჯვება წილად ხვდათ ჩინეთის და კორეის წარმომადგენლებს.
ოთარ ნაკაშიძე ასევე მსმენელის რჩეულად დასახელდა, ეს პირველი შემთხვევაა კონკურსის ისტორიაში, როცა რჩეულად არა იტალიელი, არამედ სხვა ქვეყნის მომღერალი დასახელდა. საერთაშორისო კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის 150 შემსრულებელი მონაწილეობდა. ოთარ ნაკაშიძემ პროფესიული სტაჟირება იტალიის ქალაქ მილანის სამუსიკო აკადემიაში გაიარა.