ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება. პროკურატურის მტკიცებით, ბიზნესმენი ხარძიანი რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებმა – ოლეკსანდრ დემეტოვმა და ოლეგ დოევმა მოკლეს.
საგამოძიებო ორგანოს უკვე წარდგენილი აქვს სასამართლოში 9 ტომისგან შემდგარი მტკიცებულებები, რომელიც, მათი მტკიცებით, ადასტურებს დემეტოვისა და დოევის ბრალეულობას. ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულებს მოსამართლემ წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. სხდომა საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.