სცენარის ცნობილი რედაქტორი კრისტიან რუთი საქართველოში ვორკშოპის მეორე ეტაპს ატარებს

სცენარის რედაქტორი და ფილმის კონსულტანტი კრისტიან რუთი საქართველოში ეროვნული კინოცენტრის მოწვევით ჩამოვიდა. იგი ვორკშოპის მეორე ეტაპს 1-3 თებერვალს ჩაატარებს. ვორკშოპებს ეროვნული კინოცენტრის კომედიური და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების კონკურსის გამარჯვებული პროექტების ავტორები ესწრებიან.
კრისტიან რუთი ამჟამად კატალონიაში, ესპანეთში მოღვაწეობს და მუშაობს სცენარებზე ისეთ რეჟისორებთან, როგორიც არიან: პიტერ ვებერი (“იმპერატორი”), იასმილა ზბანიკი (“სიყვარულის კუნძული”) და სალი პოტერი (“ჯინჯერი და როზა”).
კრისტიან რუთთან თანამშრომლობენ: „დოჰას კინო ინსტიტუტი” (კატარი); „Eurimages”; „ბალტიის კინოსკოლა”; „ტრანსილვანიის კინოფესტივალი”; „მედიაბიზნესის სკოლა” (ესპანეთი); „ესტონეთის კინო ინსტიტუტი”; “Frank Stein Studio” (ბარსელონა); „რეგენტის უნივერსიტეტის კინოსკოლა” (ლონდონი) და „ბინგერის ფილმის ლაბორატორია” ამსტერდამში, სადაც იგი უკვე 15 წელზე მეტია ასწავლის სტუდენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები