3 თებერვალი

11:00
შპს „ივერიას“ და „ივერია 90-ის“ დირექტორი დავით ბიძინაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჩამორთმეული ბიზნესი და მიმართვა პროკურატურას საქმის გადასინჯვის მოთხოვნით. კვირას ახალი მისამართია: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ. სადარბაზო 1, სართული 2 საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის დირექტორი მერაბ ალავერდაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ცნობილი სტიქიის შედეგად განადგურებული ლაბორატორია, რომლის აღდგენას მთავრობა ჰპირდებოდათ, თუმცა, გუშინ უარი მიიღეს. საუბარია ერთადერთ უნიკალურ ლაბორატორიაზე, რომელიც მდინარე “ვერეს” მონიტორინგს და მიკრო კლიმატის ფორმირებას წლების განმავლობაში აკვირდებოდა და სტიქიამ მთლიანად გაანადგურა. „კვირას“ ახალი მისამართია: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

10:00
სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო ბულგარეთის მხრიდან – ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი ივაილო მასკოვსკი.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს. თემები: მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტები, საარჩევნო კოდექსი, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე: 595 03 77 22
12:00
“პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს. თემები: მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტები, საარჩევნო კოდექსი, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე: 595 03 77 22
14:00
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. მის: თბილისის მერია(ჟ.შარტავას N7)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები