15 წლის გოგოს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა დააკავეს
15 წლის გოგოს დაჭრაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ახმეტის რაიონის გამგებლის ბექა ბაიდაურის ინფორმაციით, არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი სრულწლოვანია და ის გოგონას თანასოფლელია.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის გოგონა ახმეტის რაიონის სოფელ მატანში სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. მოზარდს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. გოგონას ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.