გია გაჩეჩილაძე: ტელეკომპანია „იმედი“ ტელეკომპანია „მაესტროს“ არ ყიდულობს

ტელეკომპანია „იმედი“ ტელეკომპანია „მაესტროს“ არ ყიდულობს – ამის შესახებ გიორგი გაჩეჩილაძემ “TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
ამასთან, გია გაჩეჩელაძემ ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რა როლი აქვს ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენელს ირაკლი რუხაძეს ტელეკომპანია „მაესტროში“.
„რუხაძე არის ჩემი მეგობარი, რომელთანაც ძალიან ბევრჯერ მილაპარაკია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოში ტელევიზია. იგი არის ჩემი თანამოაზრე და პარტნიორი. იმის მტკიცებას ახლა ვერც დავიწყებ და არც დავიწყებ, რომ „იმედი“ და „მაესტრო“ ერთად არაფერ შუაში არ არის, ამას დრო გვანახებს, მაგრამ ჩემი ხედვა, რომელიც მე ირაკლის მოვუყევი, თუ როგორი ტელევიზიის გაკეთებას ვაპირებ, ის მიხვდა, პირდაპირ რასთან ჰქონდა საქმე. დაინტერესდა, რომ ამაში მიეღო მონაწილეობა. ეს არის სამომავლო ბიზნესი და ფინანსური მოგების თვალსაზრისით ჩაიდო თანხა“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორი მაია გადაბაძე თანამდებობას ტოვებს, რის მიზეზადაც მან წილების გასხვისება დაასახელა.
„ტელეკომპანია „მაესტროს“ მეწილეების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები, დღეს აღმოჩდნენ უმცირესობაში. ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველი გახდა ტელეკომპანია „იმედის“ არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც, ბუნებრივია, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება“, – აცხადებს მაია გაბადაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები