მოსამართლეებისთვის, რომლებიც სისტემაში ათი წელია მუშაობენ, ე.წ. გამოსაცდელი ვადა გაუქმდება
ის მოსამართლეები, რომლებიც სამოსამართლეო სისტემაში 10-წლიანი ვადით უკვე მოღვაწეობდნენ და უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან.
როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, მოსამართლეობის მსურველ პირებს, მათ შორის მათაც, რომლებსაც სისტემაში მუშაობის 10-წლიანი ვადა ამოეწურებათ, მოუწევთ კონკურსის გავლა. თუმცა იმ მოსამართლეებს, რომლებმაც 10 წლის ვადით უკვე იმუშავეს, 3-წლიანი, ე.წ. გამოსაცდელი ვადით დანიშვნა არ შეეხებათ.
“მოსამართლეობის მსურველ პირებს მოუწევთ კონკურსის გავლა, მათ შორის იმ მოსამართლეებსაც, რომლებიც სისტემაში იქამდეც მუშაობდნენ და 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, ანუ ისინი მოსამართლედ ავტომატურად არ გადაინიშნებიან. თუმცა კონკურსის გავლის შემთხვევაში იმ მოსამართლეებს, რომლებმაც 10 წლის ვადით უკვე იმუშავეს, 3- წლიანი, ე.წ. გამოსაცდელი ვადით დანიშვნა არ შეეხებათ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.