დავით ნარმანია საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში თურქეთის ელჩს, ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეზე, დედაქალაქში ერთ-ერთი სკვერისათვის თურქეთის ერთ-ერთი ქალაქის სახელის მინიჭებასა და თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების საკითხებზე ისაუბრეს.
დავით ნარმანიამ და ლევენთ გურმუქჩუმ იმ კულტურულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც დედაქალაქში საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართება.
გარდა ამისა, თბილისის მერმა ელჩს რამდენიმე სავარაუდო სკვერის ვარიანტი წარუდგინა, რომელთაგანაც ერთ-ერთს, შესაძლოა, თურქეთის რომელიმე ქალაქის სახელი ეწოდოს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ წელს საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობის 25 წლის იუბილე აღინიშნება. თურქეთის საელჩომ მოგვმართა თხოვნით, ჩავატაროთ ერთობლივი კულტურული ღონისძიება.
შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე. გარდა ამისა, საელჩოს თხოვნის საფუძველზე, ერთ-ერთ სკვერს თურქეთის რომელიმე ქალაქის სახელი დაერქმევა, შევთავაზეთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი. ამ საკითხის განსახილველად მივმართავთ საკრებულოს. ვისაუბრეთ სტამბოლი – თბილისს შორის დაძმობილების საკითხზე და ვფიქრობთ, რომ 2016 წელს მოვაწერთ ხელს დაძმობილების შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მიმართულებით ვითანამშრომლებთ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები