აპირებს თუ არა მარგველაშვილი მეორე ვადით კენჭისყრას – პრეზიდენტის პასუხი
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობაზე მეორე ვადით კენჭისყრის თაობაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს და ჟურნალისტის კითხვას კითხვითვე პასუხობს – „ხომ იცით, რომ არ გიპასუხებთ ამაზე“.
„ხომ იცით, რომ არ გიპასუხებთ ამაზე. პასუხი ნაადრევია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს ან ერთი ან მეორე მიმართულებით, ამიტომ ამ გადაწყვეტილების განცხადება თავისთავად პოლიტიკური აქტია და, ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკოსი ცდილობს, რომ ეს აქტი შემოინახოს იმ კონკრეტული მომენტისთვის და ვითარებისთვის, რომელიც სჭირდება“,- განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „tv პირველის“ ეთერში გადაცემაში „ინგა გრიგოლიას დღის ამბები“.