გიორგი ქადაგიძის ანგარიშის მოსმენის საკითხი ბიუროს სხდომაზე გადაწყდება

პარლამენტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის საკითხი 2 თებერვალს გადაწყდება. თუმცა, „ქართული ოცნების“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, არის მხოლოდ და მხოლოდ გიორგი ქადაგიძის ვალდებულება საკუთარ თავთან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კი რამდენიმე კვირაში უფლებამოსილების ვადა ეწურება.
“მას აქვს ტრიბუნა ეროვნულ ბანკშიც, შეუძლია ნებისმიერი საკონფერენციო დარბაზი დაიქირავოს და თავისი შვიდწლიანი საქმიანობის შესახებ ისაუბროს, რამდენიც სურს. კი, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ანგარიშის განხილვა ერთი თვით ადრე მოხდა თუ გვიან”, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა.
ამავე საკითხზე საკუთარი მოსაზრება აქვს „ქართული ოცნების“ წევრს ზაქარია ქუცნაშვილს.
“განხილვები არ გააფუჭებს არაფერს, პირიქით განხილვების უარყოფამ შეიძლება რამე გააფუჭოს, უბრალოდ მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში განხილვების მოთხოვნა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე ატარებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი თავის ანაგარიშვალდებულად და პასუხისმგებლად წარმოჩინების მიზანს,”- აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები