ირაკლი შოთაძისა და გიორგი გოგაძის ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში დასრულდა
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის და მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ სტრასბურგში დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები დაესწრნენ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სემინარს თემაზე: ,,საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოები ადამიანის უფლებათა მასშტაბური დარღვევების წინააღმდეგ“.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება ყოველწლიურად ხორციელდება და მასში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები და პროკურატურის ხელმძღვანელი პირები.