ეკა ბესელია: ბაღებში 2-საფეხურიანი სასწავლო სისტემა შემოდის

ბაღებში 2-საფეხურიანი სასწავლო სისტემა შემოდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, 5 -დან 6 წლამდე ბავშვები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულ სასკოლო მზაობის სპეციალურ პროგრამას გაივლიან.
მისივე თქმით, პირველ საფეხურზე იქნებიან ბავშვები დაბადებიდან 2 წლამდე, მეორე საფეხურზე კი, 2 წლიდან სკოლაში შესვლამდე, რომლებიც სკოლამდე აღზრდისა და განათლების კომპონენტს მიიღებენ.
„5 -დან 6 წლამდე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული სასკოლო მზაობის სპეციალური პროგრამა გაიარონ. ისინი უკვე მზად იქნებიან და ექნებათ უნარ-ჩვევები, რომ სასკოლო პროგრამებს დაეუფლონ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები