ზუგდიდელი მძღოლები ავტოსადგურის ტერიტორიაზე „მეტრო პლუსის“ ავტობუსების შესვლას აპროტესტებენ – დაკავებულია 7 პირი

ზუგდიდი-თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები ზუგდიდის ავტოსადგურის ტერიტორიაზე კომპანია „მეტრო პლუსის“ ავტობუსების შესვლას აპროტესტებენ.
ცოტა ხნის წინ ავტოსადგურის ტერიტორიაზე “მეტრო პლუსის” ავტობუსები გამოჩნდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტობუსებს კვერცხები დაუშინეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 7 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ამ წუთებში ავტობუსებს სამართალდამცავები იცავენ და მძღოლებს მათთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. როგორც მძღოლები ამბობენ, ამ კომპანიის ავტობუსების შემოსვლის გამო ისინი რჩებიან ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები