საქართველოში, 2016 წლის იანვარში, შარშანდელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში, 2016 წლის იანვარში შარშანდელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 4,4 %-ით გაიზარდა.
2016 წლის იანვრის თვე 323 159 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,4 %-ით მეტია, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს, სადაც წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გასული თვის მდგომარეობით.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 116 369 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,3%);
ბ) ტრანზიტი – 48 466 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 15%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -16%);
გ) სხვა – 158 324 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 13%).
2016 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-12,4%), თურქეთიდან (-5,6%), აზერბაიჯანიდან (+16%), რუსეთიდან (+10,2%) და უკრაინიდან (+8,6%) განხორციელდა.
ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩნენ: საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად, 29%, 26%, 16%, 15% და 14%),
შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (15%),
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (21%),
ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (14%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები – 706%.
აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 7%-იანი ზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები