აზერბაიჯანი გაზს რუსეთისგან იყიდის
აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის შესყიდვას რუსული „გაზპრომისგან“ გეგმავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელშად ნასიროვმა განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ ამ მიზნით, შესაძლოა SOCAR-ის ინფრასტრუქტურაც იქნას გამოყენებული.
„აზერენერჯის“ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა სჭირდება, რადგამ არსებული მოცულობა არასაკმარისია. ამისათვის, იგეგმება გაზის იმპორტი. SOCAR-ს შეუძლია იმპორტისთვის საკუთარი ინფრასტრუქტურა გამოიყენოს“, – აღნიშნა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა.