წყნეთი-ბეთანიის გზაზე გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთითა და კოორდინაციით წყნეთი-ბეთანიის გზის ჩაწყვეტილი ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გრუნტის გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა.
კვლევის პროცესში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამონაწილეობით, ამერიკელი ექსპერტები არიან ჩართული. ისინი გეოლოგიურ სამუშაოებს ქართველ სპეციელისტებთან ერთად უახლესი ტექნოლოგიით ახორციელებენ.
აღნიშნული კვლევის შედეგი გაზაფხულზე გახდება ცნობილი და მის საფუძველზე გზის რეაბილიტაციის დეტალური პროექტი შემუშავდება. პროექტში განსაზღვრული იქნება თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთზე გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის (სტაბილურობის) უზრუნველსაყოფად.
12592406_1120318268001294_7723325987074870841_n
12647331_1120318061334648_5502735270052195852_n
12650864_1120318121334642_1040660121388277827_n
12651196_1120318251334629_6854451880189913479_n
12654208_1120317861334668_657276045934326086_n
12654684_1120317964667991_6817558016321190937_n
12662482_1120318331334621_6645565694705487094_n
12669411_1120317978001323_1499468046752162023_n
12669433_1120317874668000_8937914660695860366_n
12670077_1120318098001311_5961487292157096913_n
12687941_1120318034667984_4388097405049261409_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები