„99 ფრანკის“ ავტორი ფრედერიკ ბეგბედერი თბილისში ჩამოდის
ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი თბილისში ჩამოდის. „99 ფრანკის“ ავტორის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას კინომცოდნე ოლგა ბაბლუანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და თან მწერალთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
„ფრედერიკ ბეგბედერის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებული გამოხმაურება დიდია… ბუნებრივია. ინტერესიც… სასიხარულოა, რომ შეგვიძლია მკითხველთან საინტერესო შეხვედრა მოვაწყოთ და ადგილზე ახალი ინსპირაციით, წიგნიც დაიწეროს (ავტორის პერსონაჟთან ერთად, ქართული სასიცოცხლო დრამატურგიიდან გამომდინარე). შეხვედრების თარიღს, ადგილს გაცნობებთ, რამდენიმე დღეში. მადლობა ყველას“.