გია ვოლსკი: პრეზიდენტთან დებატები გადაჭარბებულ ემოციებს გამოიწვევს

პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მოდის და ვფიქრობ, რომ ფრაქციის ხელმძღვანელებს შეუძლიათ, ის პოზიცია ზუსტად გამოხატონ, რომელიც პარლამენტშია, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე ბიუროს უმრავლესობა დღეს შეიკრიბება.
ამასთან, როგორც დეპუტატი აცხადებს, დებატები შეიძლება იყოს ნებისმიერ სხვადასხვა ფორმატში, თუმცა, რეგლამენტში არსებული ჩანაწერი ითვალისწინებს იმას, რომ დებატების საშუალება ყველა დეპუტატს უნდა მიეცეს, რაც გადაჭარბებულ ემოციებსა და პოლიტიკურ სპეკულაციებს გამოიწვევს.
„პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მოდის და, ვფიქრობ, ფრაქციის ხელმძღვანელებს შეუძლიათ, ის პოზიცია ზუსტად გამოხატონ, რომელიც პარლამენტშია. ვთვლი, რომ სიტყვა დამოუკიდებელ დეპუტატებსაც უნდა მიეცეთ“, – აცხადებს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა 3 თებერვლის პლენარული სხდომის ფორმატზე იმსჯელებს, სადაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გასული წლის ანგარიშს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები