საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდება.
სასამართლოზე პროკურატურა მასალებს ერთ – ერთი ბრალდებულის, გიორგი კუპრავას წინააღმდეგ წარადგენს. გამოძიება კუპრავას ტერორისტული დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას ედავება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.