კახეთში უკანონო ნადირობის 9 ფაქტი გამოავლინეს
სიღნაღის, ახმეტის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში უკანონო ნადირობის 9 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევები გადამფრენ ფრინველზე ნადირობისათვის განკუთვნილი სათანადო ლიცენზიის გარეშე ნადირობდნენ.
ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს. საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.