თინათინ ხიდაშელი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანს, თავდაცვის მინისტრს სეირან ოჰანიანს, საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს და ეროვნული კრების თავმჯდომარეს გალუსტ საჰაკიანს შეხვდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მხარეები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში 2 თებერვალს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები