Gaudi award- ზე, “საუკეთესო ევროპული ფილმის“ ნომინაციაში “მანდარინებმა” გრან-პრი აიღო
გაუდის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე ”მანდარინებმა” „საუკეთესო ევროპული ფილმის“ ნომინაციაში – გრან-პრი აიღო!
“ავიღეთ “საუკეთესო ევროპული ფილმი” ბარსელონაში – gaudi award”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე.
„მანდარინებთან“ ერთად ამავე ნომინაციაში ევროპული კიდევ 3 ფილმი იყო წარდგენილი:
Pride: Mattew Warchus;
Clouds of Sils Maria: Olivier Assayas;
Force Majeure: Ruben Ostlund.
Gaudi Awards – ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც კატალონიის კინოაკადემიამ დააარსა და 2009 წლიდან გაიცემა.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 31 იანვარს ბარსელონაში გაიმართა.