მიხეილ გიორგაძეს პარლამენტში ელოდებიან

საქართველოს პარლამენტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ელოდებიან.
როგორც მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, უკვე დასრულებულია პირველი ეტაპი და იწყება მეორე, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს წარმომადგენლები კონსულტაციებს ამ სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გამართავენ, მათ შორის რეგიონებშიც.
“მივდივარ კულტურის კომიტეტში, რათა წარვადგინო კულტურის სტრატეგიის სამუშაო ვერსია, რომელზეც მუშაობა დასრულდა. იწყება მეორე ტალღა რეგიონებში მოგზაურობის, სადაც ჩვენს საზოგადოებას გავაცნობთ ამ სამუშაოს ვერსიას და მოვისმენთ იმ წინადადებებს, რაც შეიძლება გამოითქვას. შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებთან, რომლებსაც ასევე ჩვენ გავაცნობთ სამუშაო ვერსიის სტრატეგიის დოკუმენტს, და ასევე მოვისმენთ, თუ რამე შენიშვნები და დამატებები შეიძლება ჰქონდეთ”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები