თბილისში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

კახეთის გზატკეცილზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულ 18 წლის მამაკაცს შესაძლოა ოპერაცია დასჭრიდეს. მას გულ-მკერდის დახურული ტრავმა აქვს და საუნივერსიოტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ექიმები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
“ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით, დაუდგინდა გულ-მკერდის დახურული ტრამვა, მარცხნივ ლავიწის ძვლის მოტეხილობა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოთავსდება ტრამვატოლოგიურ განყოფილებაში და სავარაუდოდ გაუკეთდება ოპერაცია”, – განაცხადა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმატოლოგმა ანი დალაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე აფეთქება მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები