რუსთავში “კრედოს“ ფილიალი დააყაჩაღეს

რუსთავში მიკრო საფინანსო ორგანიზაცია “კრედოს“ ფილიალი დააყაჩაღეს. სამართალდამცავებმა ერთი ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც“კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები