ე.წ. კანონიერი ქურდის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, მეტსახელად “ლავას ოღლის” სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, რადგან პროკურატურის არც ერთი ბრალდება არ მტკიცდება. აღნიშნული განცხადება დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ გააკეთა.
„ყველა ბრალდებას გავეცანით და გარდა დისკზე ჩანაწერებისა, ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც არ არის, რომლის საფუძველზეც, აღნიშნული ბრალი ჩვენ შეიძლება დაგვიმტკიცდეს. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ სიმართლისთვის”, – განაცხადა ალექსანდრე გობაიძემ.
მინდია გორაძე სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 30 იანვარს დააკავეს. გამოძიების მიხედვით, მინდია გორაძე, მეტსახელად “ლავას ოღლი” 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით „კანონიერ ქურდად“ აღიარეს. იგი დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები