საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობაზე კლიპი გადაიღეს (ვიდეო)

მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმში საქართველო აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის თემატიკაზე გადაღებული კლიპის ჩვენება გაიმართა. კლიპში სიმღერას საქართველოში დაბადებული და გაზრდილი მომღერალი აისელ მამედოვი ასრულებს. ეს მისთვის პირველი კლიპია, რომლის ჩაწერაც ქართულ ენაზე გადაწყვიტა. კლიპის რეჟისურა აზერბაიჯანში მოღვაწე ცნობილ რეჟისორს ვუგარ ალიევს ეკუთვნის.
შეხვედრას ესწრებოდნენ კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, შოუბიზნესის წარმომადგენლები და აზერბაჯანიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული მომღერლები.
ღონისძიების დამსწრეებში კლიპმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ გამოთქვეს ვარაუდი,რომ კლიპი საქართველოს ფარგლებს გარეთაც დიდ მოწონებას დაიმსახურებს.
12647714_487384274779431_1214773324_n
12637391_487384234779435_375333663_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები