მიხეილ გიორგაძე: გიორგი კვირიკაშვილი ძლიერი მენეჯერია

გიორგი კვირიკაშვილი ძლიერი მენეჯერია, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
“გიორგი კვირიკაშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის ძლიერი მენეჯერია და დარწმუნებული ვარ, თუ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ის ამ სფეროშიც ძალიან წარმატებული იქნება”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაზაფხულზე დაგეგმილ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარადგინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები