პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე, ყრილობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა დასახელდება, – გადაწყვეტილება ერთხმად პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.
გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა. ეს საკითხი პარტიის სამდივნომ გუშინ განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს კი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა გაიმართა.
პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს ყრილობა, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება.

12592195_212790879065944_5751156053523776162_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები