თურქეთში დევნილების ნავი ჩაიძირა – დაღუპულია 10 ადამიანი

თურქეთის სანაპიროსთან, ქალაქ აივაჯიკის მახლობლად დევნილების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვია.
თურქეთის სანაპირო დაცვამ 43 ადამიანის გადარჩენა შეძლო.
გავრცელებული ცნობით, არალეგალები თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2015 წელს საბერძნეთის ტერიტორიაზე ეგეოსის ზღვის გავლით 850 ათასამდე დევნილი გადავიდა, 800–ზე მეტი კი დაიხრჩო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები