პრორუსულმა ძალებმა უკრაინის პოზიციები 24 საათში 38-ჯერ დაბომბეს

მიმდინარე დღე-ღამის განმავლობაში პრორუსულმა ძალებმა დონბასში უკრაინის პოზიციები 38-ჯერ დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შეარაღებული ძალები ავრცელებს.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ანტიტერორისტული ოპერაციის შეიარაღებული ძალების განცხადებაში წერია, რომ 30 იანვრის დილის 6 საათის მონაცემებით, პრორუსულმა ძალებმა დონეცკში უკრაინის პოზიციები 38-ჯერ დაბომბეს.
„სიმშვიდე არ იყო ასევე მაიორსკთან, სადაც მტერმა სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნები გამოიყენა,“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე დაიბომბა მარიუპოლიც, სადაც პრორუსულმა ძალებმა ნაღმტყორცნები გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები