გიორგი მარგველაშვილი პანკისის ხეობის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და პანკისის ხეობის უხუცესებისა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეხვედრა დასრულდა. პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინა პრობლემები, რომლებიც ხეობას აწუხებს და მათთან ერთად მოგვარების გზებზე იმსჯელა.
გიორგი მარგველაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას არ გამოხმაურებია.
მისი თქმით, ის არ აპირებს ლავროვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთოს.
პრეზიდენტისგან განსხვავებით, ლავროვის განცხადებას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ლავროვის განცხადება პროვოკაციაა და ხეობა სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ.
პანკისის ხეობაში პრეზიდენტთან ერთად ამერიკის ელჩი იან კელი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები