ბიძინა კუჭავას კუთვნილ ავტომანქანაში იარაღი იპოვეს

ბიძინა კუჭავას კუთვნილ ავტომანქანაში იარაღი იპოვეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კუჭავას ოჯახის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ, განუცხადა.
პოლიციის სამმართველოში ბიძინა კუჭავას კუთვნილი ავტომობილის მორიგი დათვალიერება 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამომძიებლებთან ერთად საპროცესო მოქმედებაში კუჭავების ადვოკატი და “საქართველოს ხმის” დამფუძნებლის ქვრივიც მონაწილეობდნენ.
„ბიძინა კუჭავა სახლიდან გავიდა 2016 წლის 16 იანვარს, მისი მანქანა ნაპოვნი იქნა მეორე დღეს. მანქანა ორი დღის განმავლობაში ცაგარელის ქუჩაზე იდგა ღია მდგომარეობაში. მანქანა დათვალიერებული და დალუქული იქნა. დღეს კი მანქანაში დამატებითი დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა იარაღი. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი. გავარკვევთ, ვისია ეს იარაღი და ვის ეკუთვნის, არის თუ არა მისი კუთვნილი”, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები