ყაჩაღობა და გაუპატიურების მცდელობა ადიგენში – ბრალდებული დაკავებულია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხეროში ქალი დააყაჩაღეს და მისი გაუპატიურება სცადეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცი ქალს დანის მუქარით მიეჭრა და საფულე წაართვა, რის შემდეგაც მისი გაუპატიურება სცადა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, მომხდარზე ძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 179–ე ყაჩღობისა და 19–137–ე გაუპატიურების მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები