„ISIS ის ბატალიონი, ახმედ ჩატაევის ხელმძღვანელობით რუსეთსა და ევროპაში ტერაქტებს გეგმავს“

,,ისლამური სახელმწიფოს” კავკასიის ბატალიონი რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტერორისტულ აქტებს გეგმავს,- ამის შესახებ, რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი აცხადებს.
მისი თქმით, ,,რუსულმა სპეცსამსახურებმა იციან, რომ ,,ისლამური სახელმწიფოს” რიგებში მებრძოლი დაჯგუფება რუსეთსა და ევროპაში ტერაქტებს გეგმავს. ჩვენ ვსაუბრობთ ბატალიონზე, რომელიც ძირითადად ჩრდილოკავკასიელებით არის დაკომპლექტებული და მას ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს”.
ახმედ ჩატაევი 2011 წელს ბულგარეთში იყო დაკავებული, თუმცა, სასამართლომ მისი რუსეთში ექსტრადირებაზე უარი თქვა. რუსეთში ის ტერორისტებთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი. მას ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები