ავსტრალიაში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრალიის სანაპიროსთან ავიაკატასტროფა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს. კატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მცირე ზომის თვითმფრინავი წყალში ადგილობრივი დროით 12:30 საათზე ჩამოვარდა.
ჯერ უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა 6-კაციან თვითმფრინავში. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. კატასტროფის მიზეზები უცნობია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები