თბილისში ყალბი ფულის დამზადება – გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია – ვიდეო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება – გასაღების ფაქტზე, სხვადასხვა დანაშაულებისთვის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ალექსანდრე დემეტრაშვილი, მარიამ ბაშარული და გიორგი ჩუბინიძე დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ქ.თბილისში არსებულ სხვადასხვა ობიექტებში სისტემატიურად ახდენდნენ მათ მიერ, კუსტარული წესით დამზადებული, ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე ყალბი 20 ლარიანი კუპიურების გასაღებას.
გამოძიების ამ ეტაპზე დადასტურებულია ალექსანდრე დემეტრაშვილის, მარიამ ბაშარულისა და გიორგი ჩუბინიძის მიერ ჯგუფურად 222 ცალი ყალბი 20ლარიანი კუპიურის გასაღების ფაქტი.
ასევე, ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი კუპიურების დასამზადებელი ტექნიკური აღჭურვილობა.
ბრალდებულებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები