თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილი სამი გარდაცვლილიდან მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან კიდევ ორი ქალბატონია, ხოლო ერთი 18-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცია.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთ ქალბატონს
საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი ჰქონდა და ის ამჟამად თურქეთის მოქალაქეა, ხოლო გარდაცვლილი მამაკაცის მოქალაქეობის საკითხი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს საელჩო თურქეთში მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება თურქ სამართალდამცველებთან. მიმდინარეობს გამოძიება.
თურქეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აზერბაიჯანულმა გამოცემამ „haqqin.az“ გაავრცელა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, გუშინ ღამით სამართალდამცველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, სამივე ქალბატონი ქართველია და მათ ყელი აქვთ გამოჭრილი.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია. საინფორმაციო სააგენტო DHA-ს ცნობით, პოლიციამ ბინაში ქალბატონის, მამაკაცის და 7 წლის ბავშვის ცხედრები იპოვა, სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად კი მხუთავი აირით გაგუდვა სახელდება.
როგორც თურქმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, სამივე ქართველია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები