ფილარმონიის წინ მაია ჯაბუას ვარსკვლავი გაიხსნა

საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ანსამბლ “მზიურის” სოლისტის, მაია ჯაბუას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე მაია ჯაბუამ მსმენელისთვის საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა. საზეიმო ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, ქართული ესტრადის ვარსკვლავები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები ესწრებოდნენ.
მაია ჯაბუამ ღონისძიების ორგანიზატორებს და მის მსმენელს მადლობა გადაუხადა.
“მაქვს ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა და ვარ უბედნიერესი ადამიანი, რადგან ვღერი ამდენი ხანი და მიყვარს ჩემი მსმენელი, მათაც ვუყვარვარ და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება შემოქმედისთვის. სანამ შემეძლება, მანამდე ვიმღერებ ისევ თქვენთვის”, – განაცხადა მაია ჯაბუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები