ბრაზილიელები „ზიკას“ ვირუსით ინფიცირებული ორსულებისთვის აბორტის ლეგალიზაციას ითხოვენ

ბრაზილიელი აქტივისტები „ზიკას“ ვირუსით ინფიცირებული ორსულებისთვის, აბორტის ლეგალიზაციის მოთხოვნით უზენაეს სასამართლოში პეტიციის შეტანას გეგმავენ.
ბრაზილიაში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა კანონით იკრძალება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ „ზიკას“ ვირუსით ინფიცირებული ორსულობის შემთხვევაში ნაყოფს შესაძლოა, მიკროცეფალია განუვითარდეს, რაც თავის ტვინის დეფექტს წარმოადგენს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ლათინური ამერიკის ქვეყნებში მხოლოდ წელს „ზიკას“ ვირუსით შესაძლოა, 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს. პეტიციის შეტანას აქტივისტები უახლოეს 2 თვეში გეგმავენ. მისი ავტორები ქვეყნის ხელისუფლებას ვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ, რომ დროულად არ მოხდა ვირუსის გამავრცელებელი კოღოების განადგურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები