ირაკლი შოთაძე: კუჭავას და ქირიას ოჯახებს სრული წვდომა ექნებათ საქმის მასალებზე

ის ახლო ურთიერთობა, რაც პროკურორ ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ჰქონდათ, ლოგიკურად სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოტივს გამორიცხავს, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურამ წარმოაჩინა, რომ აღნიშნულ საქმეში და გამოძიებაში დასამალი არაფერი აქვს.
“ჩვენი მიზანია, საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მიმდინარე გამოძიების შესახებ, სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ჩავრთეთ დამოუკიდებელი ექსპერტი საქმეში, რაც ჩვენი ნების გამოხატულებაა. ეს ვალდებულება ჩვენ არ გვქონია. ასევე, სრული წვდომა ექნებათ საქმის მასალებზე როგორც კუჭავას, ასევე ქირიას ოჯახს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ფაქტია, რომ იმ ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, რაც კუჭავასა და ქირიას შორის არსებობდა, რაც გამოიხატებოდა ახლობლურ-ნათესაურ ურთიერთობაში, მოტივი ლოგიკურად არ უნდა იყოს დაკავშირებული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან”, – განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლული 17 იანვარს იპოვეს. მის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები