პროკურორები, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძისთვის დნმ-ის ნიმუშების აღების მიზნით ციხეში შევლენ

დღეს, 17.00 საათზე, ე.წ. მატროსოვის ციხეში, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძისთვის დნმ-ის ნიმუშების აღების მიზნით, პროკურორები ციხეში შევლენ, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, პროკურორები ე.წ. მატროსოვის ციხეში სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევლენ. განჩინების თანახმად, პროკურორები მსჯავრდებულებისთვის დნმ-ის ნიმუშებს მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ დნმ-ის ნიმუშების აღებაზე რამდენიმე დღის წინ უარი განაცხადეს და სასამართლოს ოფიციალური განჩინება მოითხოვეს. უარის მოტივი, მათი ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურისადმი უნდობლობა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები