მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი – „ქუთაისსკი“ დააკავეს (ვიდეო)

რუსეთში პოლიციამ ე.წ.კანონიერი ქურდი ზურაბ ენდელაძე, მეტსახელად “ქუთაისსკი” დააკავა. სამართალდამცველებმა იგი იმ დროს აიყვანეს, როდესაც მოსკოვის “შერემეტიევოს” აეროპორტში მეგობართან შესახვედრად იყო მისული.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 38 წლის ე.წ. კანონიერ ქურდს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა. მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქუთაისსკი“ 5 000 რუბლით დაჯარიმდა და წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ენდელაძის წინააღმდეგ სასამართლომ მსგავსი სახის განაჩენი რამდენჯერმე გამოიტანა, თუმცა, იგი მოსკოვში ცხოვრებას მაინც განაგრძობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები